სააკაშვილი: ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ

26.04.24 18:36
სააკაშვილი: ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ

"ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ," - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ოცნებას" ჰქონდა გათვლა, რომ ლაზარეს დაკავებით მარტის აქციების დისკრედიტაცია მოხდებოდა, თუმცა, ეს გათვლა არასწორი აღმოჩნდა.

ეს ბიჭი, რომელიც მათი მოკლე ჭკუით, პროტესტის უსიმპათიო სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თავისი მიხატული თვალებითა და არაქართული გვარით, სინამდვილეში შეუძლებელია არ მოგეწონოს თავისი განსაკუთრებული სილაღითა და სისუფთავით. 

ქართველების უმრავლესობას ადვილად შეუძლია მის ოჯახთან გაიგივება - ემიგრაციაში წასული ბებიითა და დედით, ბაბუის ამარა დარჩენილი ახალგაზრდით.

ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე. ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში," - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები