სტუდენტების ამბოხი სასულიერო აკადემიაში - ახალგაზრდებს რუსულ მარშზე მისვლას აიძულებენ
სტუდენტების აჯანყება სასულიერო აკადემიაში - ახალგაზრდები მზად არიან, სასწავლებელი დატოვონ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ადმინისტრაცია რუსულ მარშზე წასვლას აიძულებს. ახალგაზრდების ნაწილმა "ოცნების" მიერ დაგეგმილ ანტიევროპულ აქციაში მონაწილეობაზე საჯაროდ თქვა უარი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გამოცდებზე ჩაჭრით და აკადემიიდან გარიცხვითაც ემუქრებიან. სტუდენტები იმ კონკრეტული ლექტორების გვარებს ასახელებენ, ვინც მათ რუსული კანონის მხადაჭერას აიძულებს.
ხელისუფლებას ყველაზე მეტად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ეშინია, ამიტომ ახლა ყველა მეთოდით ცდილობს, საკუთარ მომხრეებს დაანახოს, რომ სტუდენტებიც მხარს უჭრერენ რუსულ კანონს.
სად იდგებიან სტუდენტობი 29 აპრილს, ამას "ოცნება" ორშაბათს ნახავს - რუსული მარში რუსთაველზე და ევროპული არჩევანი ვაკის პარკში. უკვე ცნობილია ის ლოკაცია, სადაც ის ხალხი შეიკრიბება, რომელიც თითქმის ორი კვირაა რუსულ კანონს ქუჩაში აპროტესტებს. დაპრისპირების თავიდან ასაცილებლად დიდი აქცია კონცერტი ვაკის პარკში დაიგეგმა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.