"ოცნება" თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა - ივანიშვილის გუნდი ევროპარლამენტარებს ლანძღავს და მტრად მოიხსენიებს
"ქართული ოცნება" თავდასხმის რეჟიმში გადავიდა. უმწვავესი რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ წყობიდან არის გამოსული ყველა, პრემიერით დაწყებული, რიგითებით დასრულებული. პარტნიორული ურთიერთობის ხაზები გადაკვეთეს და ევროდეპუტატების ლანძღვა წარმოუდგენელი ფრაზებით დაიწყეს. ივანიშვილის ხელისუფლება შეთქმულების თეორიებს ავითარებს და ხალხს უმტკიცებს, რომ ევროდეპუტატები საქართველოს მტრები არიან.
ხელისუფლება ფარად ხალხს იყენებს და მათი სახელით საუბრობს. ანტიდასავლურ გზავნილებს რომ მეტი სიმძაფრე შესძინონ, აქცენტს მოქალაქეებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ პარტნიორები არა "ოცნებას", არამედ ქართველ ხალხს ესხმიან თავს. დასავლეთის იზოლაციაში მოქცეული "ოცნება" ახლა მთელ იმედებს ორბანზე ამყარებს, თუმცა ავიწყდება, რომ მოლაპრაკების სივრცის გახსნა ევროკავშირთან 27-მა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.