"ოცნებაში" დიდი რღვევა იწყება - რუსული კანონის გამო ხელისუფლებას საჯარო მოხელეები ემიჯნებიან
"ქართულ ოცნებაში" დიდი რღვევა იწყება. მოვლენები დომინოს პრინციპით ვითარდება. თელავის შემდეგ ახალციხე - ოლიგარქის ხელისუფლებას კიდევ ორი საჯარო მოხელე ემიჯნება. ერთი დეპუტატის პროტესტი, როგორც ჩანს, მასშტაბური ხდება. ყველაფერი კი კახეთიდან დაიწყო, სადაც "ოცნებას" რუსული კანონის გამო ისევ მეოცნებეები დაუპირისპირდნენ. თელავის საკრებულოს დეპუტატი ივანიშვილის გუნდს სახელმწიფო ინტერესების ღალატში საჯაროდ ამხელს და მოუწოდებს, უკან გაიწვიოს რუსული კანონი.
ვინც ჯერ კიდევ "ოცნების" რიგებში რჩება, რუსულ კანონს თავგამოდებით, მათ შორის, ფიზიკურადაც კი იცავს. "ოცნება" უკვე მუშტიკრივზეა გადასული. ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებს შორის დღეს დაცვის სამსახური იდგა. "არა რუსულ კანონს" - ამ შინაარსის ბანერის გაშლის გამო ოპოზიციის წევრებს "ოცნება" სხდომათა დარბაზში გაუსწორდა. ხელჩართული ჩხუბის შემდეგ ოპოზიციონერ კოლეგებს ბანერები ჩამოართვეს და დარბაზიდან გააძევეს.
ვრცლა ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.