ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში - პრემიერი

12.07.21 11:16
ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ტვ პირველის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოების მოთხოვნას მის გადადგომასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგით პასუხობს და აცხადებს, რომ ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება. 

რაც მოხდა არის ძალიან ცუდი და სამწუხარო. მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალქეებს. ევროპის შუაგულში, საფრგანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთში და ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაციები და დემონსტრაციები, - განაცხადა ღარიბაშვილმა.