არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ბათუმში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
არა რუსულ კანონს! - ბათუმში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო და ერას მოედანზე დასრულდება. მსვლელობა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძალა ერთობაშია და ისინი რუსეთს ეუბნებიან უარს.
სად მივდივართ? ევროპაში! - ისმის შეძახილები.
ქართველი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს, მთელი საქართველოს მასშტაბით ვხვდებით ჩვენ ხალხს და წარმოუდგენელია ის ერთობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის კოშმარი რეალობად იქცა, დღეს ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრულია და ყველა ერთად ვეუბნებით რუსულ კანონს და რუსეთს არა, ჩვე ყველა ერთად გავიმარჯვებთ“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
როგორც "ნაციონალურიც მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, ინტერპარტიული შეხვედრები იმართება და ყველა ერთიანდება ამ კანონის წინააღმდეგ.
ეს არის ჩვენი ხალხის ბედით თამაში, ჩვებნი სახელმწიფოს ინტერესებით ბედით თამაში. არა რუსულ კანონს, კი ევროპას და ეს კანონი უნდა გაიწვიონ მსვიდად მისცენ ხალხს შესაძლებლობა გადაწყვიტონ, როგორი ქვეყანა უნდა - ხალხს უნდა ევროპული ქვეყანა, ევროპული მომავალი, ნახონ არჩევნებზე, ოღონდ ეს კანონი გაიწვიონ,' - ამბობს ხაბეიშვილი.