ანტიკორუფციული დასკვნა ისევ გადამალულია - რატომ არ აწყობს "ოცნებას" დოკუმენტის გამოჩენა?

26.04.24 20:34
ანტიკორუფციული დასკვნა ისევ გადამალულია - რატომ არ აწყობს "ოცნებას" დოკუმენტის გამოჩენა?

 

 

ერთი თვისა და ოთხის დღის განმავლობაში მთავრობაში ერთი დოკუმენტი ვერ გათარგმნეს. ანტიკორუფციული დასკვნა ისევ გადამალულია. მთავრობა არ აჩენს ევროსაბჭოს მიერ მომზადებულ იმ ანგარიშს, სადაც ხელისუფლების სავრაუდო კორუფციული ფაქტების შესახებ ბევრი რამ წერია. "ვთარგმნით" - ეს იყო პასუხი დღეს მთავრობიდან, მას შემდეგ რაც "საერთაშორისო  ამჭვირვალობა საქართველომ" "ოცნება" დოკუმენტის დამალვაში ამხილა.

ანუ თუ მათ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ერთ თვეზე მეტია ვერ მოიძებნა ერთი თარჯიმანი, რომელიც ინგლისურდან  ანგარიშს "ქართულ ენაზე" თარგმნიდა. ამიტომ, ჩნდება კითხვა, რა წერია ასეთი დოკუმენტში, რომლის სინათლეზე გამოტანა "ოცნებას" არ აწყობს? ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ უნდა ხალხმა გაიგოს, რა კორუფციული სქემების შედეგად აგროვებენ მილიონებს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები