"ოცნება" წინასაარჩევნოდ ფულს ისევ ნაცადი მეთოდით აგროვებს - როგორ ივსება პარტიის ყულაბა?
არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე "ქართული ოცნების" ყულაბაში უკვე 700 ათას ლარამდეა. ეს იმ დროს, როცა ჯერ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულიც კი არ არის. მმართველ პარტიას ყველაზე დიდ თანხას ის ბიზნესმენები ჩუქნიან, ვის კომპანიებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერების შედეგად მილიონები უკვე მიღებული აქვთ. ანუ ივანიშვილის პარტია წლიდან წლამდე ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს
ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება და ბიზნესი შეთანხმებულად მოქმედებს. ბიზნესმენებს ხალხის ფულით ამდიდრებენ, ოღონდ ამ თანხის წილი ბოლოს პარტიის ბიუჯეტში მიდის. "ოცნება" ახლა ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიზნესმენები "ოცნებას" ფულს საკუთარი სურვილით ჩუქნიან. პრემიერი დღეს ამტკიცებდა, თითქოს ბიზნესრეკეტისგან გათავისუფლებული ადამიანები პარტიას გულუხვი საჩუქრით მადლობის ნიშნად აჯილდოებენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.