"საფრთხე რეალურია" - რუსული კანონი შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი გახდეს
რუსეთი, ბელორუსი, ვანუატუ - საქართველო შესაძლოა, დიქტატორული რეჟიმების გვერდით აღმოჩნდეს. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ევროკავშირმა უკვე შეუჩერა უვიზო რეჟიმი. ადამიანის უფლებების გაუარესება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შეუთავსებლობა - ეს ის კრიტერიუმებია, რის მიხედვითაც ბრუსელს ყველაზე მძიმე ბერკეტი მოქმედებაში მოჰყავს. რუსული კანონი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლოა, ევროკავშირის საზღვრების ჩაკეტვის მიზეზი გახდეს.
მთელი სახელისუფლებო მანქანა ახლა საზოგადოების მოტყუების რეჟიმშია გადასული. ირწმუნებიან, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება და ამ გადაწყვეტილებას 27 ქვეყნის თანმხმობა სჭირდება. თუმცა, რეალობა სულ სხვაა. ევროკომისიას ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე შეუძლია, ორი წლით შეუაჩეროს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ვიზალიბერალზიაციის გაუქმების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო იღებს, რასაც ევროგაერთიანების ქვეყნების მარტივი რაოდენობა - 15 წევრის თანხმობა სჭირდება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.