"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - რუსული კანონის მოწინააღდეგეების მასშტაბური მსვლელობა ბათუმში
რუსული კანონის მოწინააღდეგეების მასშტაბური მსვლელობა ბათუმში - "ქართულმა ოცნებამ" ხმამაღალი პროტესტი ამჯერად ზღვისპირა ქალაქიდან გაიგო. ქუთაისისა და ზუგდიდის შემდეგ სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ბათუმში ჩავიდნენ. ამ შეხვედრების მიზანია, მოსახლეობას განუმარტონ, რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას "ოცნების" ანტიევროპული ინიციატივა. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ სლოგანით მსვლელობა ბათუმის უნივერსიტეტიდან დაიწყო და ერას მოედანზე დასრულდა.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.