ჩვენი გადადგომის მოთხოვნა ნორმალურია, ეს მათი ოცნებაა - ღარიბაშვილი მედიის წინააღმდეგ

12.07.21 11:24
ჩვენი გადადგომის მოთხოვნა ნორმალურია, ეს მათი ოცნებაა - ღარიბაშვილი მედიის წინააღმდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წინააღმდეგ - მთავრობის მეთაურის თქმით, ჟურნალისტების აქციაზე "აგრესიული" სიტყვით გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. 

ღარიბაშვილმა გადადგომის მოთხოვნას "მათი ოცნება" უწოდა. 

მინდა ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს გუშინდელ აქციაზე. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, რაც გასაგებია და ნორმალურია, ეს არის მათი ოცნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.