აპრილში, მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ Facebook პოსტებში 17 000 ლარამდე დახარჯა - "სტუდია მონიტორი"
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მხოლოდ და მხოლოდ, აპრილში Facebook პოსტების დასარეკლამებლად 17 000 ლარამდე დახარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას "სტუდია მონიტორი" ავრცელებს.
Facebookის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4700-დან 6400-დოლარამდე დახარჯა", - წერს "სტუდია მონიტორი".
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი 17 აპრილს დაუჭირა, ხოლო იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენა ორშაბათს, 29 აპრილს იქნება.