სტუმარ-მასპინძელიც შეცვალეთ და ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ თქვენი პროპაგანდისტული სიტყვებით - ეძგვერაძე

26.04.24 20:31
სტუმარ-მასპინძელიც შეცვალეთ და ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ თქვენი პროპაგანდისტული სიტყვებით - ეძგვერაძე

"სტუმარ-მასპინძელიც შეცვალეთ, ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ თქვენი პროპაგანდისტული სიტყვებით, მშობლებს შვილები დაუპირისპირეთ და თავად თქვენ ახალგაზრდებს უპირისპირდებით" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 26 მარტს გაერთიანებული საქართველო "ვერ აიტანა" და რუსული კანონი ხელმეორედ შემოაბრუნა. 

26 მარტს ყველა ქართველისთვის იყო უბედნიერესი დღე ,როცა ეროვნული ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ ვხედავდით ,როგორ გაერთიანდა მთელი ერი ,როგორ ზეიმობდა მთელი ქვეყანა ,როგორ ულოცავდნენ ერთმანეთს ქალი,კაცი , მოხუცი,ბავშვი, ყველა. ერთი კვირაც არ აცადეს ადამიანებს ეს ერთობა და ბედნიერება ,რომ შეერგოთ . რას ემსახურება ეს რუსული კანონი ? რუსული არის ,არ არის , ამას ისტორია განსაზღვრავს ,დრო დაარქმევს თავის სახელს ,მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ,ევროპარლამენტარები ,ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი ,27 ქვეყნის ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტი,ყველა ჩვენი მეგობარი, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ,ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას იცავს, ყველა ამბობს, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ.

„ქართული ოცნება“ 12 წელია ხელისუფლებაშია და არც - ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია .ერთი ჯაშუში გამოავლინა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და იმასაც ყველამ ხელი გადააფარა და როცა კახეთში, ლავროვის შვილი დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ერთად, მე დამაკავეთ და 2000 ლარი ჯარიმა დამიწერეთ. მაშინ ჩაწერეთ ამ კანონში ვინ არის საქართველოს მტერი ,განსაზღვრეთ ვისგან მოდის საფრთხე ,რატომ არ წერთ ვისგან მოდის საფრთხე? 

„ქართული ოცნება“ ხშირად ლაპარაკობს იდენტობაზე,ეროვნულობაზე, ქართველობაზე, სტუმარ მასპინძელი გადააკეთეთ ,ვაჟა ფშაველაც გადააკეთეთ ,ჩვენო სტუმარ-მასპინძელი ხალხი ვართო, იქ ლავროვის შვილი ქეიფობსო ხომ არ გავაგდებთო ? არ იცოდა ჯოყოლამ თავისი მტერი ,რომ იყო თორემ არ შეიყვანდა სახლში ,ესეც გადააკეთეთ. ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ გმირობაზე და თავდადებაზე დაწერილი ,მშვიდობაო და ოცნებაო ჩაამატეთ იქ თქვენი სიტყვები, პროპაგანდისტული სიტყვები .არ არის ეს კანონი რუსულიო ამბობთ, მთელ ახალგაზრდობას უპირისპირდებით ,ბებიებს შვილიშვილებს უპირისპირებთ ,მშობლებს შვილებს უპირისპირებთ .

ბევრი პარლამენტარის შვილი დავინახე აქციაზე და როგორ არის?! შვილებს დედების და მამების არ სჯერათ?“  - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

მსგავსი სიახლეები