29-ში დაგეგმილ აქციას აქციას ვერ ვუწოდებ, ეს ვითომ ძალის დემონსტრირება და სახალხო მხარდაჭერის იმიტაციაა - ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ 29 აპრილს დაორგანიზებულ საპროტესტო აქციას "ლოგიკას მოკლებულს უწოდებს და ღიად აცხადებს, რომ დაგეგმილი აქცია "სახალხო მხარდაჭერის იმიტაციაა".
პოლიტოლოგი "პოლიტიკური ამბების" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს საქართველო არა ევროპისკენ, არამედ ოკუპანტი რუსეთისკენ მიჰყავს.
ხელისუფლების გეგმა, ამ ყველაფრის გადატეხის მცდელობა გასაგებია. 29-ის აქციას აქციას ვერ ვუწოდებ. ვითომ ძალის დემონსტრირება და სახალხო მხარდაჭერის იმიტაციაა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროკავშირი. ხელისუფლებაც არ ამბობს, რომ ეს ასე არ არის. ყველა კვლევაში ეს ჩანდა და ხელისუფლებაც ამას ეთანხმებოდა. დღეს ხელისუფლებას მივყავართ საწინააღმდეგო მიმართულებით, შესაბამისად, ხალხის მხარდაჭერის იმიტირება ლოგიკას არის მოკლებული", - ამბობს გია ხუხაშვილი.