ივანიშვილი რუსული იმპერიული პუტინის სალაროს საქართველოში ეპატიჟება - ხუხაშვილი

26.04.24 22:03
ივანიშვილი რუსული იმპერიული პუტინის სალაროს საქართველოში ეპატიჟება - ხუხაშვილი

"ივანიშვილი პუტინის მოლარეებს უმტკიცებს, რომ საქართველოში ყველაფერს აკონტროლებს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი "ოფშორების კანონს" და აცხადებს, რომ ოლიგარქი ქვეყნის ინტერესებს ყიდის.

გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ კანონში შესული ცვლილებებით ივანიშვილი რუს ოლიგარქებს საქართველოში ფულის დაბანდებისკენ მოუწოდებს.

"ბიძინა ეუბნება მათ, რომ თუ სასამართლო დავა გექნებათ, მე მყავს მოსამართლეები, რომლებიც დაგიცავენ" - დასძენს პოლიტოლოგი და იქვე ამატებს, რომ "ივანიშვილი ქვეყანაში რუსული იმპერიული პუტინის სალაროს ეპატიჟება".

ვფიქრობ, რომ მან დაინახა გარკვეული შესაძლებლობები რთულ სამყაროში. წარმოიდგინეთ, როგორი სურათია, რუსულ იმპერიულ სალაროს, რომელსაც განაგებენ ეს ე.წ. ოლიგარქები, პუტინის სალარო ხომ გაფორმებულია ოლიგარქებზე ქურდული ოფშიაკის სახით. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი იმპერიული შავი სალარო, რომელიც ბოროტებას ემსახურება.

წარმოიდგინეთ, ეს სალარო არსებობს, რომელიც გადატანილია აქტივებში და ეს აქტივები ოფშორებზე არის გაფორმებული და მიმობნეულია ბევრ ქვეყანაში. ევროპის შესაბამისი სტრუქტურები რუსულ აქტივებს ეძებენ, რომლებიც სანქციების ქვეშ მოყოლილი, შესაბამისად ეს აქტივები ვერ გრძნობენ მშვიდად თავს და ბიძინამ დაინახა შესაძლებლობა, რომ ხალხი მოიპატიჟოს აქ. ანუ, ეს რუსული იმპერიული პუტინის სალარო მოიპატიჟოს საქართველოში.

ამის გასაკეთებლად სჭირდება, რომ ეს ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ მათი აქტივი აქ მიძინებული იქნება. ბიძინა იმასაც ეუბნება მათ, რომ თუ რაიმე სასამართლო დავა გექნებათ მე მყავს მოსამართლეები, რომლებსაც დავატყლაპუნებინებ ბეჭედს რაზეც მინდა იმაზე. ახლა, ფაქტობრივად, ივანიშვილი პუტინის მოლარეებს უმტკიცებს, რომ ის აკონტროლებს ყველაფერს. ამით ის ქვეყნის ინტერესებს ყიდის", - ამბობს ხუხაშვილი.

დადასტურებულია, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღება, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს.  

მსგავსი სიახლეები