შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე, რევანშისტული რადიკალური ძალა - პრემიერი

12.07.21 11:25
შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე, რევანშისტული რადიკალური ძალა - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების უკან შესაძლოა, რევანშისტული ოპზიცია იდგეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორი ძალადობრივი მეთოდებით მართავდნენ ისინი ქვეყანას. 

რატომ მაინც და მაინც ჟურნალისტებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა და ოპერატორებზე? ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე, რევანშისტული რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის დაავიწყდება ამ ქვეყანაში თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა პრემიერმა.