ესენი ეკლესიაში კი არ დადიან, არამედ მამაოები დაჰყავთ სუს-ში და იმათგან იბარებენ აღსარებას - ხუხაშვილი "ოცნებაზე"
გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებას" სასულიერო პირების მოსმენაში ადანაშაულებს - პოლიტოლოგი ღიად აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამღვდელოებაზე არაერთი კომპრომატი გააჩნია.
"ესენი ეკლესიაში კი არ დადიან, არამედ მამაოები დაჰყავთ სუს-ში და იმათგან იბარებენ აღსარებას" - ამბობს ხუხაშვილი და კობახიძეს "მებრძოლ ათეისტს" უწოდებს.
რელიგიას რომ ეფარებიან, იცით როგორი მორწმუნეები არიან ესენი? ისეთი მაგარი მორწმუნეები არიან, რომ ეკლესიაში კი არ დადიან აღსარების ჩასაბარებლად, მამაოები დაჰყავთ სუს-ში და იმათგან იბარებენ აღსარებას. ასეთი მორწმუნეები არიან. სამღვდელოების წარმომადგენელი არ არის, რომ სუს-ში კომპრომატი არ იყოს დაფაილებული და მორწმუნე ადამიანი ამას გააკეთებდა? უსმენენ, უყურებენ და ამათმა იციან. თქვენ გგონიათ, ეკლესიაში ვინმეს მართლა ჰგონია, რომ კობახიძე, მებრძოლი ათეისტი მორწმუნეა?!" - ამბობს გია ხუხაშვილი.