ეს იყო რუსეთის ინტერესებში - ღარიბაშვილი

12.07.21 11:21
ეს იყო რუსეთის ინტერესებში - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის ინტერესებს უკავშირებს. ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება რუსეთის და სააკაშვილის გეგმაა, რომლის მიზანი ევროპული ფასეულობების დისკრედიტაციაა.

რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას თავისუფლად,  რომ ეს იყო ასევე რუსეთის ინტერესებშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა, ისედაც დაყოფილი საზოგადოების ხელახლა გახლეჩვა და ევროპული ფასეულობების არასწორი გზით, ფორმით ჩვენება და დისკრედიტაცია. ეს ყველაფერი კარგად ესმის ოპონენტებს მაგრამ გამიზნულად აკეთებენ იმას რაც არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი სიტუაციაზე, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, არ აქვს მნიშვნელობა მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს აზრი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი, სახლემწიფოს და კანონის სახელით ყველა დაისჯება უმკაცრესად", - ამბობს ღარიბაშვილი.