ეს აჩვენებს, რომ საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს - ნაუსედა რუსულ კანონზე

27.04.24 10:50
ეს აჩვენებს, რომ საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს - ნაუსედა რუსულ კანონზე

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან, ერთობლივი პრესკონფერენციისას "ოცნების" რუსულ კანონზე საუბრა და თქვა, რომ საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს.

ნაუსედას თქმით, რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას აბრკოლებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ეს მოვლენები, იქ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს და ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას. ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ," - ამბობს ნაუსედა.

მსგავსი სიახლეები