განგაშის ზარი - სამადაშვილის 14 სენატორის უმძიმეს წერილზე
განგაშის ზარი - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი 14 სენატორის უმძიმეს წერილს.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამადაშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონის შემობრუნებით ივანიშვილმა და მისმა პარტიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, გაგრძელდება თუ არა ამერიკის დახმარება.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ახლა გზაგასაყარზე დგას ქვეყანამ და ქართველმა ხალხმა ხვალ, აქციაზე გამოსვლით კიდევ ერთხმად უნდა დაანახოს დასავლეთ, რომ მათ სურთ ევროპა და კიდევ ერთხელ უნდა უთრან არა რუსულ კანონს.
წერილი, რომელსაც ხელს აწერს 14 სენატორი არის განგაშის ზარი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელთათვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. აშშ-ს დახმარება გასული 30 წლის მანძილზე იყო გადამწყვეტი ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისთვის ეს დახმარება მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სენატორები ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწფიოს და ქართველი ხალხის მიმართ, ივანიშვილმა რუსული კანონის განსახილველად შემოტანით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გაგრძელდება თუ არა ამერიკის დახმარება. ივანიშვილი, ჩვენ ახლა, ფაქტიურად გვაყენებს დარტყმის ქვეშ, დავკარგოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ახლა სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს. ვფიქრობ, ყველას ესმის ის გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ სენატიდან, ჩვენ ახლა ვართ გზაგასაყარზე, ჩვენ ან ვირჩევთ რუსული კანონის და რუსული ხელისუფლების შეჩერეებას, ან საქართველო ადგება შეუქცევადად დამოუკიდებლობისდ აკარგვის გზას. ამიტომ, იმედი მაქვს ხვალ ბევრი ადამიანი გამოვა და იტყვის არა რუსულ კანონს და კი ევროპას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პერსონალური სანქციები, სავიზოო შეზღუდვა და დაფინანსების შეწყვეტა - ცნობილი ხდება, რა ფასი დაუჯდება "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის მიღება. ამერიკა საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლას და ურთიერთობების გაფუჭებას აანონსებს. ასეთი მძიმე და ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონს თბილისისთვის არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტზე ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. წერილს რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ კობახიძეს უგზავნიან. შტატებიდან ქართულ "ოცნებას" ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ რუსული კანონი ამერიკას და ევროკავშირს მავნე აქტორებად აცხადებს, რასაც არავის აპატიებენ. სკანდალური წერილი ამერიკის ხმამ გაასაჯაროა.