სენატორთა წერილი არის საბოლოო განაჩენი "ოცნების" პოლიტიკურ სასამართლოზე, თუ სასაფლაოზე - გეგელია

27.04.24 11:25
სენატორთა წერილი არის საბოლოო განაჩენი "ოცნების" პოლიტიკურ სასამართლოზე, თუ სასაფლაოზე - გეგელია

სენატორთა წერილი არის საბოლოო განაჩენი ქართული ოცნების პოლიტიკურ სასამართლოზე, თუ სასაფლაოზე - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გეგელიას თქმით, 14 ამერიკელი სენატორის წერილი არის ერთ-ერთი საბოლოო გაფრთხილება "ოცნებისთვის" -  ან ეს კანონი, ან დასავლური გზა.

ოპოზიციონერი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და თითოეულ ქართველს მოუწოდებს, დაიცვას საკუთარი სამშობლო და სახელმწიფო და არ დაუშვას მისი რუსულ ჭაობში ჩაძირვა.

სენატორთა წერილი არის საბოლოო განაჩენი ქართული ოცნების პოლიტიკურ სასამართლოზე, თუ სასაფლაოზე.  ქართულმა ოცნებამ შეუძლებელი შეძლო. პირველად ამერიკა-საქართველოს ისტორიაში, ვაშინგტონში შედგა ორპარტიული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩადგა რუსეთის სამსახურში, საკუთარ ერს გამოუცხადა ომი და გასცდა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს რომ საქართველოს ხელისუფლება [ვციტირებ] „აქტიურად უთხრის ძირს საქართველოს ტრანს-ატლანტიკურ ამბიციებს“

რომ [ვციტირებ] „რუსული სტილის კანონის“ მიღების შემთვევაში, ხელისუფლება ღია ომს უცხადებს სწორედ იმ პარტნიორებს, ვინც საქართველოს სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობის და განვითარების გარანტორია და რომელსაც [ვციტირებ] "ასობით მილიონი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში“   

14 ამერიკელი სენატორი ღიად ამბობს, რომ ეს კანონპროექტი მტრებად აცხადებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მოყვარეებს და რომ მისი მიღება ჯერ კიდევ არნახული სიმწვავის ზომებს გამოიწვევს. 

კერძოდ, პირველად ისტორიაში, აშშ იძულებული იქნება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოსთან, რაც შეიცავს

პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას

ამერიკის ფინანსური დახმარების გადახედვას, რაც ნიშნავს რომ საქართველო დაკარგავს ასობით მილიონის ოდენობით კრიტიკულ დახმარებას

მგზავრობის აკრძალვას იმ პირებისთვის ვინც პასუხისმგებელია ანტიდეომკრატიულ, ანტი-დასავლურ პროცესებში და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

ეს არის ერთერთი საბოლოო გაფრთხილება ქართული ოცნების რუსული ხელისუფლებისთვის. ცივილიზებული მსოფლიოს აზრი ცნობილია: ან ეს კანონი, ან დასავლური გზა. ან ქართული ოცნება, ან ევროპული კავშირი, ან ბიძინა ივანიშვილი, ან - ქართული ეროვნული მომავალი დასავლური უსაფრთხოების და კეთილდღეობის ოჯახში. 

ამ გზაგასაყარზე, როდესაც ქართველების ხელით სპეცოპერაცია ტარდება, თითოეულ ქართველს ხელახლა მოვუწოდებთ დაიცვას საკუთარი სამშობლო და სახელმწიფო და არ დაუშვას მისი რუსულ ჭაობში ჩაძირვა.  

რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკომპრომისოდ", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პერსონალური სანქციები, სავიზოო შეზღუდვა და დაფინანსების შეწყვეტა - ცნობილი ხდება, რა ფასი დაუჯდება "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის მიღება. ამერიკა საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლას და ურთიერთობების გაფუჭებას აანონსებს. ასეთი მძიმე და ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონს თბილისისთვის არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტზე ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. წერილს რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ კობახიძეს უგზავნიან. შტატებიდან ქართულ "ოცნებას" ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ რუსული კანონი ამერიკას და ევროკავშირს მავნე აქტორებად აცხადებს, რასაც არავის აპატიებენ. სკანდალური წერილი ამერიკის ხმამ გაასაჯაროა.

მსგავსი სიახლეები