"მინდა, ვიხილო ჩვენი ქვეყანა ევროპის წევრი! მინდა, ვიხილო ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი" - გიგიაძე ხვალინდელ აქციას უერთდება

27.04.24 12:15
"მინდა, ვიხილო ჩვენი ქვეყანა ევროპის წევრი! მინდა, ვიხილო ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი" - გიგიაძე ხვალინდელ აქციას უერთდება

"მინდა, ვიხილო ჩვენი ქვეყანა ევროპის წევრი! მინდა, ვიხილო ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი" - რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აქციას EPRC-ს უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიგი გიგიაძეც უერთდება.

გიგიაძე "პირველებთან" ამბობს, რომ  იმ შემთხვევაში, თუ ქართული ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიტანს, ჩვენ ისტორიულ კურსს დავკარგავთ.

მინდა, ვიხილო ჩვენი ქვეყანა ევროპის წევრი. მინდა, ვიხილო ჩვენი ქვეყანა დასავლეთ ცივილიზაციის წევრი. მინდა, ვიხილო ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. მინდა, ვიხილო ეს ქვეყანა რეალურად წარმატებული და გამარჯვებული უახლოეს მომავალში. ამიტომ ვუერთდები ამ დემონსტრაციას. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ხელისუფლება გაიტანს ამ რუსულ კანონმდებლობას, ჩვენ ეს ყველაფერი აღარ გვექნება. ჩვენ დავკარგავთ იმ ისტორიულ კურსს, რომელიც ბოლო 32 წლის მანძილზე, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან გრძელდება და ჩვენ ძალიან სავალალო, სამწუხარო რეალობაში აღმოვჩნდებით", - ამბობს გიგი გიგიაძე.

რუსული კანონის წინააღმდეგ მზადება დაწყებულია. "ოცნების" ინიციატივის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ისევ ქუჩაში გადიან.

"არა რუსულ კანონს", კი ევროპას" - ერთი მარტივი მესიჯით და უმარტივესი მოთხოვნით ხალხი პროტესტის რეჟიმში გადასულ ხელისუფლებას საკუთარ ხმას კიდევ ერთხელ გააგონებს.

ორშაბათს კი საქართველოს უახლეს ისტორიაში შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყოს. საქართველოს პარლამენტში ხელისუფლება რუსულ კანონს, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით ამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები