მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ - პრემიერი

12.07.21 11:35
მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ - პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკულ მედიას თავს ესხმის, 37 წლის ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე კი პასუხისმგებლობას საერთოდ არ გრძნობს. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიტიკული მეხდია სააკაშვილის ინტერესების გამტარებელია. 

თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ, ოპოზიციური ტელევიზიები: მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და ნაც.მოძრაობის, რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური, მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას არ დავუშვებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

5 ივლისს ჰომოფორიუბ და ძალადობრივ აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ლექსო ლაშქარავა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები