შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის დანგრევა პრაქტიკულად რუსულ მორევში თავით გადაშვებას ნიშნავს - დეკანოიძე
14 სენატორის უმძიმესი წერილი - ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად ამერიკულ დახმარებას ართმევს. ჯანდაცვა, განათლებაა, თავდაცვა, სოფლის მეურნეობაა - ეს მხოლოდ იმ დარგების მცირე ჩამონათვალია, რომელიც შესაძლოა, რუსული კანონის ამოქმედების გამო ამერიკული ფულის გარეშე დატოვონ.
"ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვაშინგტონისგან ეს უკვე სერიოზული და მკაცრი გაფრთხილებაა.
დეკანოიძის თქმით, შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის დანგრევა პრაქტიკულად რუსულ მორევში თავით გადაშვებას ნიშნავს, რასაც ოპოზიცინერის მტკიცებით, ივანიშვილი საქართველოს უპირებს.
ეს არის ძალიან მკაცრი განცხადება, ძალიან სერიოზული გაფრთხილება და უნდა გვესმოდეს, რომ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის დანგრევა ნიშნავს პრაქტიკულად რუსულ მორევში თავით გადაშვებას, რასაც ივანიშვილი საქართველოს უპირებს. რეალურად, დახმარებები, რასაც აშშ უწევს ჩვენს თავდაცვას, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, სასაზღვრო პოლიციას, დემოკრატიას, სოფლის მეურნეობას და ა.შ. ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს ბიძნა ივანიშვილის იმ პოლიტიკის გამო, რომელიც მას გადაწყვეტილი აქვს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
პერსონალური სანქციები, სავიზოო შეზღუდვა და დაფინანსების შეწყვეტა - ცნობილი ხდება, რა ფასი დაუჯდება "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის მიღება. ამერიკა საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლას და ურთიერთობების გაფუჭებას აანონსებს. ასეთი მძიმე და ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონს თბილისისთვის არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტზე ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. წერილს რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ კობახიძეს უგზავნიან. შტატებიდან ქართულ "ოცნებას" ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ რუსული კანონი ამერიკას და ევროკავშირს მავნე აქტორებად აცხადებს, რასაც არავის აპატიებენ. სკანდალური წერილი ამერიკის ხმამ გაასაჯაროა.