სიცრუეა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი - მმართველი გუნდი

12.07.21 11:37
სიცრუეა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი - მმართველი გუნდი

„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ მოძალადეების წახალისებაში პრემიერს როლი არ მიუძღვის. 

ეს ყბადაღებული, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი, ეს იყო სრული სიცრუე. რას ნიშნავს წამქეზებელი? აღებული აქვს პასუხისმგებლობა შსს და გამოაშაკარავება და დაკავება მიდის იმ პირების, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. არ არის დაგვიანებული, - ამბობს მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში წაქეზებას ვერც სოზარ სუბარი ხედავს. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, თუ თქვენ ყურადღებით მოისმენთ, ვერ ნახავთ ვერაფერს მსგავსს, რასაც თქვენ მას აბრალებთ. პრემიერ-მინისტრმა ზოგადად თქვა, რომ აუცილებელია, პოლიციამ დაიცვას მოქალაქეების სიწყნარე, სიმშვიდე და თქვა ისიც, რომ თუ გვინდა, რომ სიმშვიდე იყოს, მოუწოდა პრაიდის მონაწილეებს, თავი შეეკავებინათ აქციისგან, უშუალოდ ქუჩაში მსვლელობისგან, - ამბობს სუბარი.