არ დაიწყეს სწორი მუხლით გამოძიება, რადგან მოუწევთ ღარიბაშვილის დასჯაც - თინა ბოკუჩავა

12.07.21 11:37
არ დაიწყეს სწორი მუხლით  გამოძიება, რადგან მოუწევთ ღარიბაშვილის დასჯაც - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო, რადგან ხელისუფლება ცდილობს, ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა აარიდოს.

მათ არ სურთ რეალური დამნაშავეების დასჯა და მათ შორის ორგანიზატორების დასჯა იმიტომ, რომ მოუწევთ ღარიბაშვილის დასჯაც, რომელმაც წაახალისა ის ძალადობა, რომელმაც იმსხვერპლა ლექსოს სიცოცხლე. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ დაიწყეს სწორი მუხლით  გამოძიება და დედას, შვილმკვდარ დედას, ჯაჯგურით გამოგლიჯეს ცხედარი იმისთვის, რომ გაეყალბებინა ექსპერტიზა", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას, გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.