საშიშროებაა, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ამერიკის სახით სტრატეგიული მოკავშირე და რუსეთთან მარტო დარჩება - რუხაძე

27.04.24 17:04
საშიშროებაა, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ამერიკის სახით სტრატეგიული მოკავშირე და რუსეთთან მარტო დარჩება - რუხაძე

სენატორების უმძიმესი გზავნილი "ოცნების" ხელისუფლებას" - ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს თანამდეროვე ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა.

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებეილ გიორგი რუხაძე მოსალოდნელ საშიშორებაზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველოს ამერიკის სახით სტრატეგიული მოკავშირე არარ ჰყავდეს და რუსეთთან მარტო დარჩეს.

რუხაძის თქმით, ასევე კითხვის ნიშანი დადგება, საქართველო არის თუ არა ამერიკის მოკავშირე.

საქართველოს თანამდეროვე ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა. შტატების კანონმდებლები, ყველაზე გავლენიანი ადამიანები პირდაპირ აცხადებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამ კანონს მიიღებს, ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული გახდება შეცვალოს მისი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ყველაზე დიდი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ამერიკის სახით სტრატეგიული მოკავშირე და ის დარჩება რუსეთთან მარტო. კითხვის ნიშანი დადგება, საქართველო არის თუ არა ამერიკის მოკავშირე", - ამბობს გიორგი რუხაძე. 

პერსონალური სანქციები, სავიზოო შეზღუდვა და დაფინანსების შეწყვეტა - ცნობილი ხდება, რა ფასი დაუჯდება "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის მიღება. ამერიკა საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლას და ურთიერთობების გაფუჭებას აანონსებს. ასეთი მძიმე და ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონს თბილისისთვის არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტზე ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. წერილს რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ კობახიძეს უგზავნიან. შტატებიდან ქართულ "ოცნებას" ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ რუსული კანონი ამერიკას და ევროკავშირს მავნე აქტორებად აცხადებს, რასაც არავის აპატიებენ. სკანდალური წერილი ამერიკის ხმამ გაასაჯაროა. 

მსგავსი სიახლეები