ხდება ტირაჟირება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობა წააქეზა, რაც ტყუილია - ოხანაშვილი

12.07.21 11:44
ხდება ტირაჟირება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობა წააქეზა, რაც ტყუილია - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილის აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს ძალადობა არ წაუქეზებია. მისი თქმით, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა არალეგიტიმურია და ეს მხოლოდ რადიკლაური ოპოზიციის ინტერესს წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება საკადრის პასუხს ყოველთვის გასცემს. 

სამწუხაროდ, ხდება ტირაჟირება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობა წააქეზა, რაც არის ტყუილი და აბსურდი. ირაკლი ღარიბაშვილს არავინ წაუქეზებია და ეს არის ნონსენსი. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაც არის, არის ის, რომ ყველა დაწყებული გამოზიება მივიდეს ბოლომდე. ჩვნ მოვისმინეთ პოზიციები, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება საექსპერტო დასკვნა, რა მოხდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება უნდა გადადგეს. უკაცრავად, მაგრამ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი ოპოზიციის, ასეთი ამბებით ცდილობენ მაქსიმალურად ხელები მოითბონ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა და რადიკალებს საკადრის პასუხს  გავცემთ ყოველთვის,- განაცხადა ოხანაშვილმა.