სკანდალი: კაცი, რომელსაც ღარიბაშვილმა ქართული იარაღის წარმოება ანდო, FBI-იმ უმძიმესი ბრალდებით დააკავა

27.04.24 21:35
სკანდალი: კაცი, რომელსაც ღარიბაშვილმა ქართული იარაღის წარმოება ანდო, FBI-იმ უმძიმესი ბრალდებით დააკავა

კაცი, რომელსაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში ავტომატური შაშხანის წარმოება ანდო და მასთან ერთად სახელმწიფო საწარმოც კი დააფუძნა, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების  ფედერალურმა ბიურომ უმძიმესი ბრალდებით დააკავა.  

იოჰანას ელიგულას ბორკილები ნიუ-იორკში, 15 აპრილს  იარაღის უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრებისთვის დაადეს.  

გამოდის, რომ ღარიბაშვილმა ავტომატების წარმოება ჩააბარა ადამიანს, რომელიც გამოძიების ცნობით, იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ბრალის დადგენილება, დოკუმენტებში წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს სამხედრო  წარმოებაში შეყვანილ კაცის საქმიანობას, გამოძიების ფედერალურ ბიურო დიდი ხნის განმავლობაში იძიებდა.

არსებობს ფარული ჩანაწერები, რომელის მიხედვთაც, იოჰანას ელიგულა ნარკოტიკების რეალიზების შედეგად მიღებულ ფულს ათეთრებდა და იარაღით უკანონო ვაჭრობდა. 

საქმის მასალების მიხედვით, იოანან ელიგულამ გამოძიების ფედერალური ბიუროს შეგზავნილ აგენტებს კოლუმბიელი ნარკომოვაჭრეების ფულის გათეთრებას ჰპირდებოდა. 

იყენებდა თუ არა დაკავებული, ნარკორეალიზატორების ფულის გასათეთრებლად ქართულ კომპანიებს ან რა კავშირი აქვს საქართველოში დაფუძნებულ კომპანიას ბრალდებული კაცის იარაღის უკანონო ბიზნესთან, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეცოპერაციის შემდეგ ყველა ეს კითხვა აქტუალური გახდა. 

კითხვები "შაბათის ეთერმა" სამხედრო ტექნიკური ცენტრ "დელტას" დირექტორს, იოსებ ლოლაძეს დაუსვა. მის დაქვემდებარებაშია  დელტა სი ეი ეი, რომლის დირექტორიც ფულის გათეთრების და იარაღის უკანონო ვაჭრობაში შეერთებულმა შტატებმა დააკავა. იოჰანან ელიგულა არ მხოლოდ საქართველო მთავრობის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო დირექტორი, არამედ წილის 25% მფლობელიცაა. 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი კითხვის დასმისთანავე გარბის. იოსებ ლოლაძეს არ სურს უპასუხოს კითხვას, როგორ როგორ ჩართეს სამხედრო წარმოებაში კაცი, რომელიც გამოძიების თქმით, ამერიკაში იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა და ფულს ათეთრებდა. 

სკანდალური სამხედრო გარიგება - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი
 

მსგავსი სიახლეები