"ოცნების" ფიქტიური თანამშრომლები და პარტაქტივი - ვის აიძულებენ რუსული კანონის მხარდამჭერ მიტინგზე მისვლას
"ქართული ოცნების" ფიქტიური თანამშრომლები და პარტაქტივი - 700 000 000 წელიწადში! - რაში იხარჯება ქართველი ხალხის ფული?
"ნოდარ მელაძის შაბათის" დიდი ჟურნალისტური გამოძიება ადამიანებზე, რომლებიც სამსახურში არ დადიან, თუმცა ივანიშვილის პარტია, მათ ფულს ბიუჯეტიდან ხელფასის სახით მაინც უხდის.
ეს ის ხალხია, რომელსაც დიდი ალბათობით, ოლიგარქის გუნდი 29 აპრილს, დედაქალაქში ავტობუსებით ჩამოიყვანს და რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე მიიყვანს.
"ტვ პირველის" ჟურნალისტმა ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ გადაამოწმა, ვინ სად ჰყავთ გაფორმებული - აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ რაიონში, ბაღების აიპებში იმაზე მეტი თანამშრომელია, ვიდრე აღსაზრდელი.
ირკვევა, რომ კულტურის მუშაკად გააფორმეს ხალხი სოფელში, სადაც მოსახლეობა ფაქტობრივად არ ცხოვრობს. კულტურული მემკვიდრეობის მცველებად გააფორმეს მოქალაქეები, რომლების სამსახურში საერთოდ არ დადიან.