ხალხი, რომელიც მიდის შინ - ევროპისკენ! - მართალი ადამიანების პროტესტი (ვიდეო)
ხალხი, რომელიც მიდის შინ ევროპისკენ - გაიცანით სტუდენტები, რომლებმაც რუსული კანონის დაბრუნებისთანავე, ბათუმში ბარგი ჩაალაგეს და თბილისში ჩამოვიდნენ.
18 წლის ზვიად ცეცხლაძე უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის სტუდენტია, რუსული კანონის დამტკიცების ინიციატორმა პრემიერმა მისი სტუდენტებიც ვერ დაარწმუნა, რომ ეს არ არის კანონი, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს არ კლავს.
ზვიად ცეცხლაძე ბათუმიდან თბილისში ისე წამოვიდა რომ ოჯახს არაფერი უთხრა, სახლში რუსული კანონის გამო დიდი დებატები ჰქონდა, დედა ქართული ოცნების მომხრეა, თუმცა შვილის პრინციპულმა არჩევანმა, ისინიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩაწერა.
ზვიადი ქუჩაშია, საქართველოს სამსახურში, ოღონდ მარტო არა, ბათუმიდან ჩამეკითხა, ბავშვების მეგობარმა ლუკა ნაცვლიშვილმა. ლუკაც წინა ხაზზეა, მან თავი ჯერ კიდევ წლების წინ დაგვამახსოვრა როდესაც მეშვიდეკლასელმა სკოლის საკლასო ოთახში, რუსეთს დროშის ჩამოხია.
ზვიადი და ლუკა ჯერ კიდევ ორივე სკოლის მოსწავლეები იყვნენ როდესაც ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი დააფუძნეს. თავდაპირველად ამ მოძრაობის მიზანი ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების ამაღლება იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა, სკოლებიდან ქუჩებში გამოვიდნენ და მას შემდეგ დგანან იქ სადაც საქართველოს სჭირდება.
ახალგაზრდების გვერდითაა, 69 წლის მზია ბებო.
ამ პროტესტმა წლები წაშალა - წლები რომელიც თაობებს შორის ხშირად გაუცხოების მიზეზი იყო. აქ თითქოს ყველა ერთმანეთის თანატოლია, აქ ყველა ერთმანეთის თანამოაზრეა, აქ მთავარი იდეაა. იდეა უკეთესი საქართველოსთვის. ამ იდეით მოხვდა აქცია სამხედრო ექთან, კაპიტანი ქალდანი.
არქიტექტორი ძმები, ქუჩაში დგომით ახლა სხვა საქართველოს აშენებენ, ისეთს როგორიც, მერაბ კოსტავას 1989 წლის 9 აპრილს წარმოედგინა, როდესაც რუსული ტანკების პირისპირ, მისი ხალხის თავდადებით ამაყი. ქართველ ერის მიმართავდა.
ეზოში თანატოლებთან ერთად სათამაშოდ გასული, მეხუთე კლასელი აგუნა, აქციაზე მამამ შემთხვევით აღმოაჩინა. ეგონა, რომ შვილი იქვე უბანში, იყო როდესაც ტელევიზიით პროტესტის ტრანსლაციას უყურებდა, და მოულოდნელად ტვ პირველის ოპერატორის კადრში აგუნა დაინახა. აქციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ყვებოდა, რატომ შეუერთდა პროტესტს.
28 წლის თათიას, ყველაფერი ესმის, რაც ახლა მისი სამშობლოს მთავარი გამზირზე, წლები შშმ გოგომ ევროპაში გაატარა და უკან დაბრუნებულს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა უწევს. სათქმელს ახლა ამ კამერის საშუალებით ამბობს.
ლუკა აქციაზე დედასთან ერთად დგას თეა მზარეულია. ოჯახს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რუსეთში ცხოვრება მოუწია. ამიტომ ყველაზე კარგად იციან ახლა აქ დგომით, რა საშინელ ძალას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში. ლუკა მუსიკა უყვარს, გიტარის ფულს აგროვებდა, მაგრამ როდესაც პროტესტმა იფეთქა, ყულაბაში მოქუჩებული რამდენიმე ლარით დროშა იყიდა და მიტინგზე დადგა.