რატომ არ ამბობენ უარს რუსულ კანონზე? - ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა

28.04.24 10:28
რატომ არ ამბობენ უარს რუსულ კანონზე? - ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა

საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება. ქვეყნის პირველი დიპლომატი მონაწილეობას ევროპის პოლიტიკურ ქალაქში ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს. რუსული კანონის მომხრე ხელისუფლების წარმომადგენელი ღონისძიებებს იმ ევროპელ ლიდერებთან ერთად დაესწრება, რომლებიც ოფიციალურიი თბილისის მოქმედებებს მკაცრად გმობენ და აკრიტიკებენ.

ოფიციალურად შეხვედრები დაგეგმილია ბელგიისა და ლუქსენბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, თუმცა, დიდი ალბათობით, დახურულ კარს მიღმა დარჩიაშვილს სხვა ლიდერებისთვისაც მოუწევს ახსნა-განმარტების ჩაბარება, რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლებაა შენიშვნებს, რატომ არ ამბობენ უარს რუსულ კანონზე და რატომ აყენებენ საფრთხის ქვეშ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მსგავსი სიახლეები