მზადება რუსული მარშისთვის - ხელისუფლებამ საჯარო უწყებებში თვითნებური არდადეგები გამოაცხადა
მზადება რუსული მარშისთვის დაწყებულია და მობილიზებაც მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული. ამ ეჭვებს ერთი გარემოება აჩენს. გორში სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში 30 აპრილის ჩათვლით დასვენება გამოაცხადეს. ოფიციალურ მიზეზად სადეზინფექციო სამუშაოები სახელდებაა, რომელიც ჯერ კიდევ 27 აპრილს დაიწყეს. ყველა შენობა ახლა დაკეტილია. სპორტული დარბაზები დაცარიელდა. შეჩერებლია სასწავლო პროცესი და წვრთნებიც.
ოპოზიცია სვამს კითხვას, თუ ასობით საჯარო მოხელე თბილისში რუსულ მარშზე ნებით ან იძულებიოთ არ მოჰყავთ, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ სადეზინფექციო პროცესი იმგვარად დაეგეგმათ, რომ საქმე სრულ პარალიზებამდე არ მისულიყო.
„ქართულმა ოცნებამ“ საჯარო უწყებებშ თითნებური არდადეგები გამოაცხადა და სამარცხვინო მიზეზად სადეზინფექციო სამუშაოები გამოაცხადა. ისინი ცდილობენ, რომ მობილიზება გაუკეთონ საჯარო მოხელეებს და წაიყვანონ აქციებზე. საჯარო მოხელეების დიდმა ნაწილმა უკვე კარგად გააცნობიერა, რომ ხელისუფლებაში გვყავს მოღალატე მთავრობა და მათ უკვე ესრიცხვილებათ ამ აქციაში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ეს აქცია არის გამართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამბობსენმ-ს წევრი ქეთი გოგიაშვილი.
სააგენტოს წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ სამუშაო პროცესის პარალიზება 29 აპრილს დაგეგმილ აქციას არ უკავშირდება.
ეს არის აუცილებელი, ეს არის სპორტსკოლა. ჩვეულებრივი სკოლა ხომ არ არის, ფეხშველები დარბიან ბავშვები და ან სოკოვანი აავადება არ გადაეოთ, ყოველ წელიწადს ვაკეთებთ დეზინფექციას. შარშან, შარშანწინ, 3-4 დღით იკეტება. აქცია რა შუაშია ჩვენტან?, - ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი.