როცა მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული აღლუმის, უნდა დავემორჩილოთ - პრემიერი

12.07.21 11:40
როცა მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული აღლუმის, უნდა დავემორჩილოთ - პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრი მიზანმიმართულად ცდილობს დაამახინჯოს 5 ივლისის ღონისძიების სახელი. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "იგეგმებოდა პროპაგანდისტული აღლუმი", თუმცა სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქხიას "ღირსების მარში" ერქვა. 

ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია? მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება"- თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის 95% დემონსტრაციულად, "პროპაგანდისტული აღლუმის" ჩატარების წინააღმდეგია, ხოლო ხელისუფლება მათ გადაწყვეტილებას ემორჩილება.

სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის ნებისმიერი სხვა სახის ლოკაცია არსებობს. პოლიციამ ლგბტ თემს სხვა ლოკაცია შესთავაზა.

როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% წინააღმდეგია დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ესაა ჩვენი მოსახლეობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ამას უნდა დავემორჩილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.