„გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა, რომ გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი" - ედო ჯავახიძე

28.04.24 13:29
„გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა, რომ გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი" - ედო ჯავახიძე

„გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერის ნება აღსრულდეს და ჩვენ გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი,"-  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა, ედო ჯავახიძემ დღევანდელ მარშთან დაკავშირებით განაცხადა. ჯავახიძე პირადირ ამბობს, რომ ქვეყანას ახლა არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საგარეო პოლიტიკური კურსით ითამაშოს, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა დროებით არის გახსნილი და ის ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

დღევანდელ მარშზე ვიკრიბებით ადამიანები, ვისაც ევროპაში წასვლა კი არ გვინდა, არამედ აქ შემოვიტანოთ ევროპული ცხოვრების სტილი და არა ვუთხრათ ყველაფერს, რაც ამ მიზანს გვაშორებს და ამ მიზანს, სამწუხაროდ, გვაშორებს დღევანდელი ხელისუფლება. პოლიტიკოსებიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უბრალო ადამიანებიც აცნობიერებენ, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება ითამაშოს საგარეო პოლიტიკური კურსით, რადგან დროებითია ის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ახლა ევროკავშირს ჩვენთვის აქვს გახსნილი და ახლა გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერის ნება აღსრულდეს და ჩვენ გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, -  განაცხადა ედო ჯავახიძემ.
 

მსგავსი სიახლეები