"ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, არ დავუშვათ დაპირისპირება" - ახალგაზრდები "ოცნებას" მიმართავენ

28.04.24 13:44
"ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, არ დავუშვათ დაპირისპირება" - ახალგაზრდები "ოცნებას" მიმართავენ

"29 აპრილს პარლამენტის მიმდებარედ არ შევიკრიბებით" - 6 არასამთავრობო ორგანიზაციამ და სტუდენტურმა მოძრაობამ "ქართულ ოცნებას" დღეს საგანგებო განცხადებით მიმართეს. ახალგაზრდები თანამოზრეებს შეკრების ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობენ. ვაკის პარკში შეკრება დაახლოებით 17:00 საათიდან დაიწყება. რუსული კანონის მოწინააღმეგეები ამბობენ, რომ ამ გზით ყველა შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილებას შეეცდებიან. 

ხელისუფლება, რომელიც მუდმივად საუბრობს მშვიდობაზე, ირჩევს დაპირისპრების და პროვოკაციის გზას 19 აპრილის კონტრაქციით. ჩვენი პასუხი არის სხვანაირი - ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას. ვაცნობიერებთ ჩვენს წილ პასუხისმგებელობას, ვაგრძელებთ მშვიდობიან, მაგრამ ტმიცე პროტესტს. ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ჩვენი ბრძოლის მიზანი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება ჩვენს თანამოქალაქეებთან რაიმე სახის დაპირისპირება. შესაბამისად, ჩვენ არ დავუპირისპირდებით ადამიანებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობას, ფაქტობრივად, ძალით უწევთ რუსთაველის გამზირზე დგომა. დაპირისპირება არის ის, რაც აწყობს მხოლოდ ერთადერთს, ჩვენს მტერს - რუსეთს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგბელობას, რომ არ მივმართავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება მიმართული დაპირისპირების შექმნისკენ და გააჩენს ამის შანსსაც კი. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. ჩვენ მათაც მოვუწოდებთ, რომ არ მიმართონ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მოახდენს მოქალაქეების პროვოცირებას, - განაცხადა სტუდენტმა ვადო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის მოწინააღმეგე ახალგაზრდების საპირწონე 19 აპრილს რუსტაველის გამზირზე აქცია დააანონსა. 

მსგავსი სიახლეები