29 აპრილის აქციასთან დაკავშირებით "ოცნების" ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. მათივე ცნობით, შეხვედრაზე "საყოველთაო სახალხო შეკრების" საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს "ოცნება" რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას მართავს. ამავე დღეს მათ ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა.