თქვეს, რომ გადავხედავთ მოლაპარაკებასო... პირიქით, ჩვენ გადავხედავთ აშშ-თან ურთიერთობას - მაჭარაშვილი

28.04.24 15:43
თქვეს, რომ გადავხედავთ მოლაპარაკებასო... პირიქით, ჩვენ გადავხედავთ აშშ-თან ურთიერთობას - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირიდან და აშშ-დან წამოსული კრიტიკის გამო გაბრაზებულია. საუბარია რუსული კანონთან აკავშირებით გაკეთებულ მწვავე გზავნილებზე. 

"ოცნების" დანაყოფის წევრი სტარტეგიულ პარტნიორებს ისევ თავს ესხმის და ამბობს, რომ მათი მხრიდან დასანქცირების არ ეშინიათ. 

ლიეტუვამ რუსეთთან გააორმაგა სავაჭრო-სასურსათო შეთანხმება და ლიეტუვას პრეზიდენტი ვისზე რაზე საუბრობს საერთოდ? რუსეთთან ჩვენ გვეუბნება სანქციებს... აღარაფერს ვამბობ  ევროპის ქვეყნებთან და საფრანგეთთან, რომელმაცა ასევე გაზის იმპორტი გააორმაგა რუსეთთან. ყველა დიდ სახელმწიფოს ურცევნია, რომ არა საქართველოსთან ჰქონდეს მოლაპარაკება, არამედ, მაგალითად, ამერიკასთან ან ევროკავშირთან, იმიტომ, რომ მათი წარმომადგენლები ისხდნენ საქართველოს ხელისუფლებაში. დამუქრებითაც ვერ გვემუქრებიან, უვიზო მიმოსვლა ჩვენ არ გვაქვს, ფრენები ჩვენ არ გვაქვს, დიდი ინვესტიციები ჩვენ არ გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენ არ გავქვს, შესაბამისად, თქვეს, რომ გადავხედავთ მოლაპარაკებას. ეს ჩვენ 5-6 თვის წინ ვუთხარით ამერიკას. აშშ-ს ვუთხარით, რომ თუ თქვენ არ შეეშვებით ასეთ ვასალურ დამოკიდებულებას და დამჩაგვრელის როლში სულ არ ვიქნებით, პირიქით, ჩვენ გადავხედავთ ამ ურთიერთობებს. ჩვენ ეკონომიკურ სანქციებით და ა.შ., ასეთი მუქარით, ვერ დაგვემუქრებიან და ამით ვერაფერს გახდებიან, - ამბობს მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები