როგორც ჩანს, პოლიციამ იჩქარა, იმიტომ, რომ მივარდებოდით ცოტა ხანში თქვენ - სუბარი ცხედრის გატაცებაზე

12.07.21 11:55
როგორც ჩანს, პოლიციამ იჩქარა, იმიტომ, რომ მივარდებოდით ცოტა ხანში თქვენ - სუბარი ცხედრის გატაცებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, სოზარ სუბარი, შსს-ს მიერ ალექსანდრე ლაშქარავას ცხედრის გატაცებასთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიებზე საუბრობს. მისი თქმით, შესაძლოა, პოლიციამ იჩქარა, რადგან გამორიცხული არ არის, იქ მისულ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება გაეპროტესტებინათ. 

თვითონ ფორმაზე, მეც არ მომეწონა და არავის მოეწონებოდა, მაგრამ აქ მოწონებაზე ხომ არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. როგორც ჩანს, პოლიციამ იჩქარა, იმიტომ, რომ მივარდებოდით ცოტა ხანში თქვენ,  შეიძლება, მისულიყავით ადამიანები და გეთქვათ, რომ არ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. შეიძლება, გარდაცვალება იყოს გამოწვეული ცემისგან, შეიძლება სხვა რამისგან, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, - ამბობს სუბარი.