"ხალხის რაოდენობა მოლოდინს გადააჭარბებს" - მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მინარაძე ამტკიცებს, რომ 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ხალხის რაოდენობა მოლოდინს გადააჭარბებს. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული გაფართოებული შეხვერის შემდეგ განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, აქციაზე 100 000-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან
ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და როგორც თქვენთვის ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო, სახალხო შეკრება, სადაც ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს, ჩემი აზრით, რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემები ასეთია და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოებას, ვისთვისაც ძვირფასია თავისი ეროვნული იდენტობა, თავისი ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნდენ ხვალინდელ აქციას და ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას, ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც, რომ ეროვნული ეთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი, ევროპული გზა, ყველას მოვუწოდებთ,რ ომ შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას, - თქვა მდინარაძემ.