მდინარაძე ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდერ არგუმენტები არ არსებობს
ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერები ისევ ამტკიცებენ, რომ რუსული კანონის უკან გასაწვევად არგუმენტები არ არსებობს.
ამასთან, მამუკა მინარაძე ირწმუნება, რომ რუსული კანონის მოწინააღმეგეები სრულ ისტერიაშ არიან და ხელისუფლების გაშავების კამპანიაში არიან ჩართულები.
იურიდიულ კომიტეტზე, გარანტიას გაძლევთ, რომ ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნება კვლავ წარმოდგენილი. იმიტომ, რომ ამდენი კვირის განმავლობაში , მიუხედავად იმ ისტერიული კამპანიისა, დაბუსტული პოსტებისა და ძალით გარეკლამებული საკითხებისა, აქეთ რომ გვაბრალებენ რაღაცეებს, დიახ, ჩვენც ვბუსტავთ სოცქსელებშ ჩენს გარკვეულ საკითხებს, მოსაზრებებს…მაგრამ, აბსოლუტური ისტერიია მეორე მხრიდან. მაგალითად, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რა ინფორმაციაც ჩვენთან ერთად მათაც აქვთ, რომ ამდენი ადამიანი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობს, ყველაფრით ცდილობენ, რომ გააშავონ ხვალინდელი აქცია. ყველაფერს ცდილობენ, რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, გახადონ რუსული. შეუძლებელია გამჭვირვალობა არ იყოს ევრიპული და იყოს რუსული.