ევროპარალმენტარების რეზოლუციას ფასი არ აქვს - მდინარაძე

28.04.24 17:27
ევროპარალმენტარების რეზოლუციას ფასი არ აქვს - მდინარაძე

"ქართული ოცნება" ევროპარლამენტარების მიღებულ რეზოლუციას აკნინებს. ამის შესახებ მამუკა მმდინარაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული გაფართოებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი ამკტიცებს, რომ ევროეპუტატების რეზოლცია გაუფასურებულია და საქართველოს ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. 

რეზოლუცია იმდენად გაუფასურდა, რომ მართლა აღარაფრის ფასი არა აქვს. წინა რეზოლუციები ნახეთ, სააკაშვილზე იყო აგებული და ეს რეზოლუციაც სააკაშვილის გათავისუფლებაზეა, ივანიშვილის სანქცირება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის არდაშვებას… თითს გვიქნევენ, რომ არ უნდა დავუშვათ თურმე ჩვენს ქვეყანაში ასეთი კულტურის და ტრადიციების და ჩვენი მენტალობის ხალში, თურმე ლგბტ პროპაგანდი აკრძალვის უფლება არ გაქვს…ვინ აკეთებს ამ დროს მტრის საქმეს, ოკუპანტის საქმეს?, - თქვა მდინარაძემ. 

მსგავსი სიახლეები