დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ - მამუკა მდინარაძე
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ დაანონსებული სანქცირების არ ეშინიათ - "დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ", - თქვა დღეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
"მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის რომ დაასანქცირებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დაველოდები, ერთი რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით. აი, დიდი სიამოვნებით", - ამბობს მდინარაძე.
"შევცვლით საქართველოს მიმართ პოლიტიკას, თუ რუსულ კანონს დაამტკიცებთ" - ამის შესახებ 14-მა სენატორმა იმ წერილში დაწერა, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნეს.
სენატორები პრემიერს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.