"სანქციების არ გვეშინია!- "ოცნების" პასუხი დასავლელ პარტნიორებს
ვერაფერს გახდებით, სანქციების არ გვეშინია! -ასე პასუხობს თბილისი ვაშინგტონს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებიც რუსულიდან დაკოპირებული კანონის მიღების გამო შეშფოთებული არიან. ამერიკელ სენატორებს ლიეტუვას პრეზიდენტი დაემატა. გიტანას ნაუსედამ ანჯეი დუდას გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოში რუსული კანონის დამტკიცებას ევროპის ქვეყნების მხრიდან რეაგიება მოჰყვება. ევროკავშირის წევრი ქვეყნის მმართველს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა, თუმცა თბილისში ვარაუდობენ, რომ ეს სანქციების დაანონსებაა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშილის რეპორტაჟში.