პედაგოგები, აღმზრდელები, მეეზოვეები - როგორ აგროვებს "ოცნება" რუსული კანონის მხარდამჭერი აქციისთვის ხალხს
"ქართული ოცნება" რუსული კანონის დაცვას აიძულებს პედაგოგებს, მეეზოვეებს, ბაღის აღმზრდელებს, აიპებში დასაქმებულებს. ბოლო ორი დღეა რეგიონებში მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები სიებით დადიან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააშინონ და იძულებით თბილისში რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე წამოიყვანონ.
მოქალაქეების უმრავლესობას რომ ანტიდასავლურ აქციაზე დგომა არ უნდა, ამას ადასტურებს ერთი ჩანაწერი. აუდიომასალა "პირველებს" ბაგა-ბაღების თანამშრომლების ჩატიდან გამოუგზავნეს, რათა ცხადი გამხარიყო, რა გზებს მიმართავს მმართველი პარტია, რომ ხვალ რუსთაველის გამზირზე ბევრი ტაშის დამკვრელი შეკრიბოს.
ირკვევა, რომ დედაქალაქში წასაყვან ხალხს მერების და საკრებულოების თავმჯდომარეების მეუღლეებიც კი ეძებენ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.