ევროპული მარში იწყება - რა ხდება რესპუბლიკის მოედანზე? (ფოტოები)

28.04.24 19:30
ევროპული მარში იწყება - რა ხდება რესპუბლიკის მოედანზე? (ფოტოები)

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაკეტილია. სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის გარუსებას არ დაუშვებენ, დღეს ისევ შეიკრიბნენ, რომ "ოცნებას" უთხრან დიდი არა. 

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ. 

აქციაზე სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები, მწერლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები და მესამე სექტპრის წარმომადგენლები გვერდიგვერდ დგანან. 

აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც უერთდებიან. 

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ეუბნებიან ივანიშვილის გუნდს საქართველოს მოქალაქეები. 

 

მსგავსი სიახლეები