გვახსოვს შოვის ტრაგედია, ლაზარე, ლექსო ლაშქარავა - რა აქვთ სათქმელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს (ფოტო)

28.04.24 19:39
გვახსოვს შოვის ტრაგედია, ლაზარე, ლექსო ლაშქარავა - რა აქვთ სათქმელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს (ფოტო)

რესპუბლიკის მოედანი გადაკეტილია - პროევროპულ აქციას ყველა ასაკის და პროფესიის წარმომადგენლები უერთდებიან. 
სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები, მწერლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები - "ქართული ოცნების" რუსულ კანონს ეუბნებიან არას. 

"დიდი ხანია ვიცით, ოლიგარქის მთავრობა საითაც მიგვაქანებს, რადგან გვახსოვს შოვის ტრაგედია, ლაზარე, ლექსო ლაშქარავა" - მსგავსი შინაარსის პლაკატებით შეუერთდა მსვლელობას მოქალაქეთა ერთი ჯგუფი. 

 აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები: "რაჭის ტყეები", "მაკო გომური", "ოფშორების კანონი", "ყველა 17 მაისი", "ხის მოგზაურობა", "კულტურა საფრთხეშია", და ა.შ.

რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. 

ცნობილია, რომ აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - წერია სპეციალურ ბანერებზე. 

მსგავსი სიახლეები