ეკა გიგაური: კითხვის ნიშნები აღარ არის, ხელისუფლებას უნდა, ეს ქვეყანა რუსეთისკან წაიყვანოს
კითხვის ნიშნები აღარ არის, ხელისუფლებას უნდა, ეს ქვეყანა რუსეთისკან წაიყვანოს, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს, რომელიც ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, "ქართულ ოცნებას" ახლა ყველაზე მეტად სწორედ ხალხის ერთიანობის ეშინია, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაიღლება.
მაშინ, როდესაც მთელი განვითარებული მსოფლიო მათ ეუბნებათ, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ და ეს დაგვაშორებს ევროკავშირს და ევროკავშირში არ მიგვიღებენ, ისინი მაინც ამას აკეთებენ. კითხვის ნიშნები უკვე აღარ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას უნდა რუსეთისკენ წაიყვანოს ეს ქვეყანა, ხელისუფლებას უნდა, რომ ჩვენ ყველანაირი გზა გადაგვიტოს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. კი, მათ ძალიან ეშინიათ ხალხის , ეშინიათ იმის, რომ ჩვენ მოვახერხებთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები სხვა დასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც ერთად ვდგავართ. ეშინია პერმანენტულობის, ეშინია იმისაც, რომ ჩვენ არ ვიღლებით და არასროს დავიღლებით იმისთვის, რომ ვიბრძლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს ეკა გიგაური.