ნინო დოლიძე: "ოცნებას" უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ეს კანონი არის რუსული!

28.04.24 20:28
ნინო დოლიძე: "ოცნებას" უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ეს კანონი არის რუსული!

"ოცნებას" უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ეს კანონი არის რუსული!, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთადერთი არჩევანი, რაც ხელისუფლებსა დარჩა, არის ის, რომ უკან გაიწვიოს სახიფათო კანონი და ქართველი ხალხის ნება შეასრულოს. 

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ხალხის ხმა, რომ ის კანონი, რომელიც არის დაინიცირებული, არის რუსული და აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული განვითარებისთვის. ჩვენ აქ ვართ შვილებით, ბავშვებით იმისთვის, რომ ყველა ერთად შევეწინააღმდეგოთ ამ კანონს. „ქართული ოცნებას“ ერთადერთი რაც შეუძლია ახლა, იქნება ის, რომ გაიწვიოს უკან და განავითაროს ქვეყანა ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს, - ამბობს ნინო დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები