"ქვეყნის ხელახალი ოკუპაციის მცდელობა" - ბადრი ჯაფარიძე რუსულ კანონზე

28.04.24 21:05
"ქვეყნის ხელახალი ოკუპაციის მცდელობა" - ბადრი ჯაფარიძე რუსულ კანონზე

"ქვეყნის ხელახალი ოკუპაციის მცდელობა" , - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ მოქალაქეებმა რუსულ კანონს წინააღმდეგობა აუცილებლად უნა გაუწიონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე პრორუსული მთავრობა ხელისუფლებას ჩამოშორდეს.  

ახლა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის ქვეყნის ხელახალი ოკუპაციის მცდელობა, ოღონდ რბილი ძალის გამოყენებით, არა იარაღით, არა ტანკით, არამედ ქართველების ხელით. ცხადია, რომ კანონის მიღებას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მაგრამ რაც მტავარია, არჩევნებზე უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას ეს პრორუსული, მავნებლური ხელისუფლება, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის დესტაბილიზაციას, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები